Usuari:Dato deutschland/სავარჯიშო/მხარეები
![საქართველოს მხარეები და ავტონომიური რესპუბლიკები](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ce/Regions_of_Georgia.png/190px-Regions_of_Georgia.png)
1994-96 წლებში საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტების საფუძველზე ექსპერიმენტის ფორმით შეიქმნა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულების 9 დიდი გაერთიანება (მხარე). მხარეში დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები. მხარე არ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. სახელმწიფო რწმუნებულების ფუნქციაა, ზედამხედველობა გაუწიონ მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საქმიანობას. სამხარეო დაყოფა დაახლოებით ემთხვევა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეებს.